მთავარი რედაქტორის წინასიტყვაობა

ავტორები

  • დემურ ჯალაღონია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

საკვანძო სიტყვები:

ორენოვანი ჟურნალი, ფილოსოფია, ფილოსოფიურ- თეოლოგიური მიმომხილველი

ანოტაცია

2011 წელს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფილოსოფიის ს/ს ინსტიტუტში დაარსდა ორენოვანი ჟურნალი „ფილოსოფიურ- თეოლოგიური მიმომხილველი“ (ამავე წელს გამოვიდა მისი პირველი ნომერიც). ჟურნალი წელიწდლეულია. მისი ბოლო ნომერი 2026 წელს დაიბეჭდება. ჟურნალის დაარსებით თსუ- ის ფილოსოფიის ს/ს ინსტიტუტს (უნივერსიტეტის დაარსებიდან, 1918 წლიდან, მოქმედ ფილოსოფიის ს/ს ინსტიტუტს) პირველად მიეცა შესაძლებლობა, ჰქონოდა საკუთარი პროფესიული პერიოდული გამოცემა. მასში წარმოდგენილ მრავალფეროვან რუბრიკებში ქვეყნდება ახალი კვლევები ფილოსოფიისა და თეოლოგიის უმნიშვნელოვანეს პრობლემებზე, ასევე აკადემიური აპარატით აღჭურვილი ახალი თარგმანები, რომელთაგან ყველა პირველადაა გადმოტანილი ქართულ ენაზე. პირველი ნომრიდან მოყოლებული, ჟურნალში ქვეყნდება როგორც ქართველი, ისე უცხოელი ავტორების ნაშრომები. ეს იქცა სხვადასხვა დასავლურ უნივერსიტეტებთან მჭიდრო აკადემიური კავშირების დამყარების, უცხოელ კოლეგებთან ცოცხალი კომუნიკაციის განვითარების და საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელოვან საშუალებად. ამან საფუძველი ჩაუყარა როგორც ფილოსოფიური და საღვთისმეტყველო კავშირების განმტკიცებას ევროპულ სააზროვნო სივრცესთან, ისე ახალი აკადემიური დისკურსის ჩამოყალიბებას. ჟურნალის პრაქტიკულად ყველა ნომერი უთმობს ასპარეზს ახალგაზრდა მკვლევართა ნაშრომებს. ზოგიერთი მათგანისთვის ეს პირველი სერიოზული გამოცდილებაა სამეცნიერო- აკადემიურ სივრცეში საკუთარი ნაშრომის წარმოჩენისა. ჟურნალ „ფილოსოფიურ- თეოლოგიური მიმომხილველის“ სამეცნიერო საბჭოს წევრები, ქართველ ფილოსოფოსებთან ერთად, არიან უცხოელი კოლეგები: ვიორელ ვიზურიანუ (ბუქარესტი), კორნელია ჰორნი, ვალერიან რამიშვილი და ირაკლი ბრაჭული. ჟურნალს ჰყავს სარედაქციო საბჭოს წევრები შემდეგი შემადგენლობით: ლორენცო პერონე (ბოლონია), ლევან გიგინეიშვილი, ნიკოლაი დურა (კონსტანცა), მაიკლ დიუპუი (ბრიუსელი), ბასილ ლურიე (სანკტ- პეტერბურგი), ლელა ალექსიძე, პროტოპრესვიტერი გიორგი (ზვიადაძე), არქიმანდრიტი მიჰაილი (სტანჩიუ) (ბუქარესტი) და დეკანოზი ტარიელი (სიკინჭალაშვილი). ჟურნალის მთავარი რედაქტორია დემურ ჯალაღონია, ხოლო რედაქტორი – ანასტასია ზაქარიაძე. ჟურნალი გამოდის წელიწადში ერთხელ. იგი ორენოვანია და ქვეყნდება ქართულ და ინგლისურ ენებზე. ჟურნალ „ფილოსოფიურ- თეოლოგიური მიმომხილველის“ მე-16 ნომერში გამოიკვეთა შემდეგი პრიორიტეტული მიმართულებები: ევროპისა და საქართველოს აზროვნების მოდერნული პარადიგმების გააზრება; ფენომენოლოგია და პოლიტიკური მოდელები; ანალიტიკური განაზრებანი და თანამედროვე ზნეობრივი დილემები; განათლების ფილოსოფია და ფილოსოფიური პრობლემატიკის გააზრება ფილოსოფიურ- ისტორიულ დისკურსში. ასევე, ჟურნალში ტრადიციულად მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა რუბრიკას – „ახალი თარგმანები“.

დემურ ჯალაღონია, პროფესორი

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის

ფილოსოფიის ს/ს ინსტიტუტის ხელმძღვანელი

გამოქვეყნებული

2026-10-07

გამოცემა

სექცია

მთავარი რედაქტორის წინასიტყვაობა