სოლომონ დოდაშვილის სოციალური იდეები და იდეალები

ავტორები

  • ამირან ბერძენიშვილი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • კახა ქეცბაია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

საკვანძო სიტყვები:

სოლომონ დოდაშვილი, სოციალური იდეები, იდეალები

ანოტაცია

კვლევის მიზანია ქართულ ჰუმანიტარულ მეცნიერებაში ნაკლებად შესწავლილი საკითხის - სოლომონ დოდაშვილის სოციალური იდეებისა და იდეალების ანალიზი. კვლევა ემყარება ფილოსოფიური ანალიზის, სინთეზისა და განზოგადების მეთოდბს. საკვლევ მასალას წარმოადგენს საკითხის შესახებ არსებული პირველადი (სოლომონ დოდაშვილის ნაშრომები) და მეორადი (სოლომონ დოდაშვილის შესახებ არსებული სამეცნიერო გამოკვლევები) წყაროების ანალიზი. კვლევის შედეგად გამოიკვეთა სოლომონ დოდაშვილის უმთავრესი სოციალური იდეები და იდეალები და გამოტანილ იქნა დასკვნა, რომ სოლომონ დოდაშვილის სოციალური იდეები და იდეალები უაღრესად პროგესულია და თანამედროვე მოწოდების დონეზე იმყოფება. ამ იდეებიდან მნიშვნელოვანია: ადამიანის ღირსებისა და თავისუფლების შესახებ იდეა, პრპგრესული სახელმწიფოს შესახებ იდეა, რომელიც ზნეობრივ პრინციპებს ემყარება და რომლის მიზანია ადამიანის თავისუფლების დაცვა და განათლების გავრცელება. გონიერების, რაციონალობისა და განათლების შესახებ იდეები, თავისუფლება და სოციალური თანასწორობა და ეროვნული თვითშეგნების გაღვიძება, ზნეობრივი და სოციალური აღზრდის პრინციპების ჩამოყალიბება, ეროვნული იდენტობის უმთავრეს ნიშნად ფილოსოფიური აზროვნების ქონა. ავტორთა აზრით, სოციალური სამართლიანობის, თავისუფლების, თანასწორობისა და ეროვნული იდენტობის ცნების საფუძველზე საზოგადოების შესახებ პროგრესული იდეის და წარმოდგენის ქონა უსამართლობის, უიმედობის, ძალმომრეობისა და რუსული თვითმპყრობელობის დიქტატის პირობებში ძალიან ბევრს ნიშნავდა. ამგვარად, სოლომონ დოდაშვილის სოციალური იდეები და იდეალები იმდენად პროგრესულია, რომ საზოგადოების განვითარების თვალსაზრისით, დღემდე გამოწვევად რჩება.

Downloads

გამოქვეყნებული

2026-10-07

ციტირების წესი

ბერძენიშვილი ა., & ქეცბაია კ. (2026). სოლომონ დოდაშვილის სოციალური იდეები და იდეალები. ფილოსოფიურ-თეოლოგიური მიმომხილველი, (16), 24–33. Retrieved from https://philosophy.journals.humanities.tsu.ge/index.php/philosophy/article/view/12263