რას ნიშნავს სამართლიანი მიგრაციის რეჟიმი?

ავტორები

  • მათიას ჰოეში ტრირის უნივერსიტეტი

საკვანძო სიტყვები:

მიგრაციის ეთიკა, გამოყენებითი ეთიკა, პოლიტიკური ფილოსოფია, ტერიტორიული უფლებები

ანოტაცია

როგორ განვსაზღვროთ, რას წარმოადგენს სამართლიანი მიგრაციის რეჟიმი? როდესაც სახელმწიფო ზღუდავს ემიგრაციას, ის ეწინააღმდეგება არა მხოლოდ პოლიტიკური საზოგადოებიდან გასვლის მსურველებს, არამედ იმ ადამიანებსაც, ვისაც სურს სახელმწიფოს ტერიტორიის დატოვება. გამომდინარე იქიდან, რომ ორივე ტიპის შეზღუდვა ერთდროულად მოქმედებს, პოტენციური მიგრანტების მიმართ სახელმწიფოების უფლების ნებისმიერი გამართლება უნდა მოიცავდეს ორივეს. წინამდებარე ნაშრომში ნავარაუდებია, რომ ტერიტორიული შეზღუდვა არ შეიძლება დაფუძნდეს საკუთრების თეორიაზე ან იმ იდეაზე, რომ შეზღუდულმა პირებმა თანხმობა განაცხადეს. ნაცვლად ამისა, ნაშრომი გვთავაზობს, ყველა ადამიანი მივიჩნიოთ დედამიწის თანაბარ თანამფლობელად. სავსებით შესაძლებელია, რომ ამ თანამფლობელებს შორის ჰიპოთეტური შეთანხმება აჩვენებდეს, თუ როგორი უნდა იყოს ტერიტორიის გამოყენების სამართლიანი რეგულირება – სულ მცირე მანამ, სანამ ყველა თანამფლობელი დაიცავს შეთანხმებით დადგენილ წესებს. ამგვარად, სამართლიანი მიგრაციის რეჟიმი არის ისეთი სისტემა, რომელზეც მსოფლიოს ყველა ადამიანი თანხმდება იმ შემთხვევაში, თუ ისინი მიგრაციის სავალდებულო წესებზე შეთანხმდებიან. მოცემულ კონტექსტში შეუძლებელია დეტალურად განვიხილოთ, როგორი იქნებოდა ასეთი მიგრაციის რეჟიმი; თუმცა, როგორც ჩანს, ნებისმიერი სამართლიანი მიგრაციის რეჟიმი უნდა მოიცავდეს არსებით მიგრაციულ უფლებებს ლტოლვილებისთვის, სხვა ქვეყნებში მცხოვრები პირებისთვის, რომლებიც არ მიეკუთვნებიან ოჯახურ გაერთიანებას, და იმ პირებისთვის, რომლებსაც აქვთ დამაჯერებელი მიზეზები თავიანთი ქვეყნის დატოვებისთვის სტიქიური უბედურებების ან კლიმატის ცვლილების გამო. კვლევისას გამოყენებული იყო შემდეგი მეთოდები: კონცეპტუალური ანალიზი, დიალექტიკა და ისტორიულ- ფილოსოფიური მეთოდი.

გამოქვეყნებული

2026-10-07