ონტოტექსტი და ნარაციული თავისუფლება (გ. მარგველაშვილის მიხედვით)
საკვანძო სიტყვები:
ხელოვნური ინტელექტი, ხი, ონტოტექსი, ნარაციაანოტაცია
ე. ჰუსერლის თეორია შინაგანი ინტენციონალობისა და სიცოცხლის სამყაროს (Lebenswelt) შესახებ და მ. ჰაიდეგერის თეორია ექსისტენციის ტემპორალობის შესახებ, გ. მარგველაშვილის ონტოტექსტოლოგიის თეორიაში ავლენს განახლებისა და მოდიფიცირების შესაძლებობებს, რაც მათ უფრო რელევანტორს ხდის თანამედროვე ფილოსოფური დისკუსიებისათვის ხელოვნური ინტელექტისა და ადამიანური ყოფიერების სპეციფიკის შესახებ. კერძოდ, საქმე ეხება ჰუსერლისა და ჰაიდეგერის თეორიაში ტრანსცენდენტალური სუბიექტურობის საბოლოო დომინაციას, რაც ჩრდილავს და აფერხებს ტემპორალობისა და ინტენციონალობის საზრისულ ველს. გ. მარგველაშვილი შეეცადა მოეხსნა ეს დაბრკოლება, წარმოადგინა განსხვავება ონტოკოდსა და ციფრულ კოდს შორის, ფენომენოლოგია და ექსისტენციალიზმი შეავსო ნარატოლოგიური თეორიითა და პრაქტიკით. რეალობა ცნობიერებაში სტრუქტურირებულია როგორც ტექსტი, რომელიც წაკითხვადია, როგორც ნარატივი. მის ტექსტებს ახასიათებს რეფლექსური იმანენტურობა და ინტერტექსტუალობა. პირველტექსტი უსასრულოდ დეკონსტრუირებადია, მაგრამ არ იძლევა უსასრულო რეგრესს დასაბუთებაში, რადგან არა აქვს ფინალური ინსტანცია და არ იმართება ტრანსცენდენტალური სუბიექტისაგან. ამგვარად აზროვნება თავისუფალია ინტელექტუალური ცალმხრივობისაგან. ეს ჰგავს ტექსტის, სიუჟეტისა და ავტორის ტირანიას პერსონაჟსა და მკითხველზე. ადამიანური აზროვნება ყოველთვის ხვდება სასრულობის ჰორიზონტში, შესაბამისად ის პასუხისმგებელია თავისი პრეზენტული დროის ხანიერებაზე. საკუთარი ონტოტექსტის წაკითხვით მას შეუძლია დაკარგული დროის კვლავ მოპოვება. ეს არის არსებითი განსხვავება ადამიანურ აზროვნებასად ახელოვნურ ინტელექტს შორის. ხელოვნური ინტელექტი (AI) მხოლოდ ასრულებს ალგორითმს, AI-სთვის სიკვდილი ტექნიკური გათიშვაა. ის ვერასოდეს გახდება მისთვის ყოფნის ჰორიზონტი და საზრისული ინსტანცია. საკუთარი ონტოტექსტის გაგება არის აზროვნებაზე აზროვნება, ფიქრის დაფიქრება თავის თავზე, განცდის განცდა, ცნობიერების მონაცემების შეცნობა და ათვისება, ცნობიერების თანაცნობიერება, პრერექლექსური Cogito-ს, წინმსწრები გაგების, განწყობის ფორმა. გაგებას წინ უნდა უსწრებდეს იმის გაგება, თუ რისი გაგება სურს. ამრიგად შეკითხვაზე, აქვს თუ არა მონათხრობის შექმნის, გაგებისა და განმარტების ადამიანური უნარი AI-ს, თუ გაგებისა და კოგნიტურ უნარებს მათ მხოლოდ მეტაფორულად მივაწერთ, მარგველაშვილის თეორიიდან გამომდინარე მკვეთრად უარყოფითი პასუხი უნდა გაეცეს. ადამიანური ცნობიერებისა და ხელოვნური ინტელექტის ფუნქციონირებას მხოლოდ გარეგნულად მართავენ მსგავსი მექანიზმები. ადამიანისათვის თემატურ და არათემატურ პექსპექტივათა შორის ვარირება იძლევა არჩევისა და თავისუფალი გადაწყვეტილების შესაძლებლობას. ამას გ. მარგველაშვილი ადამიანური ყოფნის ონტოდიალექტიკურ საფუძველს უწოდებს. ამგვარად, გ. მარგველაშვილის მემკვიდრეობას მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა შეუძლია ხელოვნური ინტელექტისა და ადამიანური ყოფიების სპეციფიკის შესახებ დისკუსიებში და ტექნოლოგიების თვითმიზნური, უკონტროლო განვითარებისაგან გამომდინარე საფრთხეების გააზრებაში.
Downloads
გამოქვეყნებული
ციტირების წესი
გამოცემა
სექცია
ლიცენზია
საავტორო უფლებები (c) 2026 ყველა უფლება ეკუთვნით ავტორებს. ჟურნალი სარგებლობს პირველი, ექსკლუზიური გამოქვეყნების უფლებით, საავტორო უფლებების მიღების გარეშე.

This work is licensed under a Creative Commons Attribution 4.0 International License.

